GE
26 თებერვალი, 2020 11:01

სკოლა „ლომისმა“ თეატრისა და კინოს მსახიობს, მურმან ჯინორიას უმასპინძლა

მიმდინარე წლის 25 თებერვალს საერო საშუალო სკოლა “ლომის 1–მა” უმასპინძლა თეატრისა და კინოს მსახიობს, მურმან ჯინორიას. მისმა მონოსპექტაკლმა “ქარი მწყურია მე პირდაპირი” დიდი ემოცია გამოიწვია მოსწავლეებში.

ახალგაზრდებმა მოისმინეს ტერენტი გრანელის, შოთა ნიშნიანიძის, მურმან ლებანიძის, ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ქართველი პოეტების უკვდავი ლექსები. მათ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მსახიობის მიერ იშვიათი ხელოვნებით და გამორჩეული ხელწერით შესრულებული, მისთვის უსაყვარლესი პოეტის გალაკტიონის ლექსები. დიდმა ხელოვანმა მოსწავლეების და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა.

“სკოლის დირექცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს მობრძანებისათვის. ბატონ მურმანს უსურვებს წარმატებას და შემოქმედებით სიახლეებს”, – აღნიშნეს სკოლაში.

Aris.ge - განათლება განათლება