GE
30 მაისი, 2018 15:30

სკოლა “ლომისს” ბაიდარის საჯარო სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა

სკოლა “ლომისს” მარნეულის რაიონის ბაიდარის საჯარო სკოლა ხშირად სტუმრობს. მრავალმა ერთობლივმა ღონისძიებამ განამტკიცა სკოლების ურთიერთობა.

ბაიდარის სკოლის მოსწავლეებმა ლომისელებს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავიც მიულოცეს. ქართული ენის პედაგოგის ნონა არჩვაძის ხელმძღვანელობით მათ მოამზადეს ამ ისტორიული ფაქტის ამსახველი პრეზენტაცია ქართულ ენაზე. მასპინძელმა სკოლამაც მიულოცა სტუმრებს საიუბილეო წელი და მადლობა გადაუხადა საინეტერესო ღონისძიებისთვის.

სკოლა “ლომისი 1” წარმატებებს უსურვებს ნონა არჩვაძეს და მის მოსწავლეებს.

Aris.ge - განათლება განათლება