GE
17 სექტემბერი, 2019 12:10

სკოლა “ლომისში” 25-ე საიუბილეო სასწავლო წელი დაიწყო

სკოლა “ლომისისთვის” წლევანდელი სასწავლო წელი განსაკუთრებულია. ახალი 2019-2020 სასწავლო წელი სკოლისთვის საიუბილეო თარიღია.

“25–ე საიუბილეო წელს ვულოცავთ სკოლის ყველა მოსწავლეს და თანამშრომელს, ყოფილ მოსწავლეებს და ამჟამად უკვე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, პირველკლასელებს, რომელთაც ბევრი საინტერესო დღე და მრავალფეროვანი სამყარო ელოდებათ სკოლა “ლომისის” კედლებში.

საიუბილეო სასწავლო წელს ვულოცავთ სკოლის დირექციას და მშობლებს, რომლებიც ერთად ზრუნავენ მომავალი თაობის სწორად აღზრდაზე. მადლობა თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, ყველას გისურვებთ წარმატებას”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება