GE
27 სექტემბერი, 2018 16:25

სკოლა “ლომისში” აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას ღონისძიება მიძუღვნეს

27 სექტემბერს სკოლა “ლომისში” გაიხსენეს აფხაზეთის ომის გმირები. მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა კომპოზიციამ ყველას თვალწინ გააცოცხლა 25 წლის წინანდელი მოვლენები.

“ისტორიულმა კადრებმა და ახლგაზრდების ემოციურმა გამოსვლებმა ცრემლის გარეშე ვერ ჩაიარა. მომავალ თაობას არასდროს დაავიწყდება ის ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს საზღვრები. მათ სიტყვებში ნათლად ჩანდა, წარსულის პატივსიცემა და ზრუნვა მოავალზე”, – აღნიშნეს სკოლაში.

ტკივილიანი და ცრემლიანი ღონისძიება მაინც იმედით დასრულდა.

Aris.ge - განათლება განათლება