GE
3 ივნისი, 2021 10:40

სკოლა ,,ლომისში“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლა ,,ლომისში“ მცირე ღონისძიებით, მაგრამ ჩვეული ჟრიამულით და ფერადოვნებით აღინიშნა.

შესვენებებზე მოსწავლეებმა მხიარული სიმღერებით და ლექსებით წარმოაჩინეს საკუთარი თავი. მაღალ კლასებში განიხილეს ამ დღის მნიშვნელობა, მისი ჩამოყალიბების ისტორია.

სკოლა ,,ლომისი 1“ ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს და უსურვებს, ლაღ, ბედნიერ მომავალს!

EDU.ARIS.GE (განათლება)