GE
9 თებერვალი, 2018 10:23

სკოლა “ლომისში” დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და თსუ-ის 100 წლისთავი აღინიშნა

სკოლა “ლომისში” 8 თებერვალს აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავი. მოსწვლეებმა იხილეს დოკუმენტური მასალა უნივერსიტეტის დაარსების შესახებ, რომელიც ისტორიული ინტერპრეტაციის სახით დაკავშირებული იყო დავით აღმაშენებლის ეპოქასთან.

ღონისძიების პატრიოტული მიზნები და მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნება განსკუთრებით აამაღლა ივანე ჯავახიშვილის ისტორიული გამოსვლის ჩანაწერმა, მისმა მიმართვამ ქართველი ხალისადმი, პედაგოგების მოგენებებმა ცოდნის ტაძარისა და ალმა–მატერის შესახებ.

ღონისძიება დასრულდა ძველი ლათინური, სტუდენტური ჰიმნით “გაუდიამუს იგიტურ” – “გავიხაროთ.”

ღონისძიების ავტორი გახლდათ ისტორიის პედაგოგი ნ. ანდღულაძე

Aris.ge - განათლება განათლება