17 მაისი, 2018 17:22
სკოლა “ლომისში” გლდანის რაიონის გამგებელმა ტრენინგი ჩაატარა
16 მაისს საერო სკოლა “ლომისს” ესტუმრა გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რომელმაც სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე – “ადგილობრივი თვითმმართველობა და მისი როლი სახელმწიფოსა და მუნიციპალური სერვისების განვითარებაში”.
ტრენინგზე ის VII,VIII, IX, X კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თვითმმართველობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე მისი ეფექტურად მუშაობის გზებზე. შემდეგ მათ ტრენინგში მონაწილეობისთვის გადასცა დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო მომავალი თაობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის. სკოლა “ლომის 1” მადლობას უხდის გლდანის რაიონის გამგეობას და ბექა მიაქუტაძეს ღონისძიების ორგანიზებისათვის და სტუმრობისთვის.