GE
11 სექტემბერი, 2018 17:30

სკოლა ,,ლომისში“ მოსამზადებელი ცენტრი გაიხსნა

საერო საშუალო სკოლა ,, ლომისში“ გაიხსნა მოსამზადებელი ცენტრი. ცენტრში მოსწავლეები მოემზადებიან როგორც საერთო ეროვნული, ასევე გამოსაშვები(საატესტატო) გამოცდებისათვის. მათ საშუალება ექნებათ გააკეთონ სწორი არჩევანი და სწავლა მათთვის სასურველი მიმართულებით გააგრძელონ.

ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე კვალიფიციური და სერტიფიცირებული მასწავლებლებით. მათს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა მისაღები ფასებით. სწავლება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს.

 

Aris.ge - განათლება განათლება