GE
5 მარტი, 2019 10:39

სკოლა “ლომისში” მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მასალის მარტივად ათვისებისთვის სამეცნიერო ფილმებს იყენებენ

სკოლა “ლომისის” მე–2 კლასში  პედაგოგმა ნინო თოდუამ მოსწავლეებს აჩვენა და განიხილა ფრანგული დოკუმენტური ფილმი “სახლი” ანუ გადა “შენება” (ფილმში მოცემულია დედამიწის სხვადასხვა ქვეყნის ბუნება და განვითარების პარადოქსები).

“ვიზუალური მასალით გამდიდრებული გაკვეთილები უფრო მეტად საინტერესო და სახალისოა, შესაბამისად მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოსწავლეებს გაუძლიერონ მოტივაცია სწავლისადმი და შემეცნებითი თუ სამეცნიერო ფილმებით უადვილებენ ამა თუ იმ საკითხის ათვისებას ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ქართულში და ა.შ.”, – აღნიშნეს სკოლაში.

Aris.ge - განათლება განათლება