GE
27 ნოემბერი, 2017 17:25

სკოლა „ლომისი 1“-ში მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული კვირეული გაიხსნა

სკოლა „ლომისში“ გაიხსნა სკოლის კვირეული, რომელიც მრავალი ღონისძიებით იქნება დატვირთული: მოსწაველთა და მშობელთა ნამუშევრების პერფომანსი; 11 კლასის მოსწავლის, ნატა მენაბდის პესრონალური გამოფენა; შესვენებებზე „პოეზიის 5 წუთი,“ მოსწავლეები მათთვის საყვარელ ლექსს წაიკითხავენ; ხელოვნების სკოლის მხატვრული კითხვის ჯგუფი წარმოადგენს სპექტაკლს“ მოხეტიალე მუსიკოსები“; ღია გაკვეთილები სხვადასხვა თემაზე; სკოლის დირექტორი, თამარ ბარძიმაშვილი კი ჩაატარებს ლექციას თემაზე
“ სიყვარული სამყაროს საფუძველი.“

ღონისძიების იდეა ეკუთვნის სკოლის დირექტორს თამარ ბარძიმაშვილს. კვირეული დამკვიდრდება ყოველწლიურ ტრადიციად და აღინიშნება ნოემბრის ბოლო მეოთხედში.

ღონისძიების გახსნის დღეს მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

მე-11 კლასელებმა სკოლას საჩუქრად გადასცეს ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი.“ კვირის განმავლობაში ყოველი კლასი საკუთარ წვლილს შეიტანს სასკოლო კვირეულში, რომლის მიზანია საზოგადოებას მისცეს სიყვარულზე, ურთიერთპატივიცემასა და კეთილგანწყობაზე ორიენტირებული მომავალი თაობა.

მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება კრეატიული იდეები განახორციელონ და სკოლაში შექმნან პოზიტიური სასწავლო გარემო, წარმოადგინონ ინოვაციები.

 

Aris.ge - განათლება განათლება