GE
5 ივნისი, 2018 15:09

სკოლა “ლომისში” მხატვრული კითხვის კონკურსის ფინალი გაიმართა

დღეს სკოლა “ლომისში” გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსის ფინალი. კონკურსი სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელის და ხელოვნების პედაგოგის მანანა ამბროლაძის თაოსნობით 5 წელია ტარდება.

160 მოსწავლიდან საუკეთესო მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით სხვადასხვა ნომინაციაში: ჟიურის სიმპათია, ყველაზე არტისტულად წაკითხული ლექსი, ყველაზე ბუნებრივი, მაყურებლის სიმპათია, საუკეთესო მეტყველბისთვის, ყველაზე ემოციური მონაწილე. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ გააზრებულად და ვაჟკაცურად, “ლომისურად” წაკითხვისთვის, გამოირჩეოდნენ პრანჭია და იმპროვიზატორი მონაწილეები.

ჟიურის წევრები მოწვეული იყვნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან. მსახიობმა ვახტანგ ჩაჩანიძემ და თეატრის მენეჯერმა ნატა ქიტესაშვილმა შეაფასეს პატარა ხელოვანები. ჟიურის წევრებს შორის იყო ასევე მშობელი მაია დანელია.

სკოლის გუნდმა ირმა მეფარიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულა სიმღერები და სკოლის დირქტორმა, თამარ ბარძიმაშვილმა გამარჯვებულ მოსწავლეებს და ყველა მონაწილეს მიულოცა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ასევე წმინდა ნინოს ხსენების დღე.

სკოლა მოსწავლეებს წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს.

Aris.ge - განათლება განათლება