სკოლა “ლომისში” ნოდარ დუმბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სკოლა “ლომისში” გაიმართა ნოდარ დუმბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებს ესტუმრა მწერლის ქალიშვილი, ქეთევან დუმბაძე.
“შეხვედრა იყო სიყვარულით და ღიმილით, სევდითა და იუმორით სავსე, როგორიც თავად მწერალი იყო. მოსწავლეებმა წარმოადგინეს და გააცოცხლეს პერსონაჟები ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან. მწერლის ქალიშვილმა უპასუხა მათ შეკითხვებს და გაიხსენა საკუთარი ბავშვობის წლები”, – გვითხრეს სკოლაში.
ღონსძიების ინიციატორები იყვნენ მე–4 კლასის მოსწავლეები და პედაგოგი ნინო თოდუა. ისინი “კითხვის საათზე” პირველად გაეცვნენ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას და დაინტერესდნენ, შეიძლებოდა თუ არა მწერლის ნახვა. შემდეგ მოსიურვეს მის შვილთან შეხვედრა და ეს სურვილიც აუსრულდათ.
როცა მოსწვლეებმა დუმბაძის შვილს სთხოვეს აზრი გამოეთქვა დღევანდელი ახალგაზრდობის შესახებ, მან უპასუხა: “თქვენ დღეს მთელი სამყარო ხელის გულზე გაქვთ, საკუთარი ნიჭის გამოვლენის უფრო მეტ შესაძლებლობას ფლობთ, ვიდერ ჩვენ გვქონდა. ამიტომ, თუ მოინდომებთ, ყვალაფერს შეძლებთ.”
სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს, მოსწავლეებს და პედაგოგებს, დამსწრე საზოგადოებას და მშობლებს ამ საინტერესო შეხვედრის მოწყობისა და მასში მონაწილეობისათვის. პატარა მკითხველების მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა დიდი მწერლის შვილთან შეხვედრა.
როგორც სკოლის დირექტორმა, თამარ ბარძიმაშვილმა აღნიშნა: “ნოდარ დუმბაძე იყო იშვიათი ქართველი და დიდი ადამიანი, რომელმაც ფილოსოფოსებზე უკეთესად ახსნა ადამიანის არსებობის არსი, “მარადისობის კანონი.” მომავალმა თაობამ მისი შემოქმედების სიღრმე ბავშვობიდანვე უნდა იგრძნოს და გაითავისოს.”