სკოლა “ლომისში” სასკოლო პროექტ TALK CLUB-ის ფინალური ტური გაიმართა
სკოლა”ლომისის” სააქტო დარბაზში ჩატარდა პედაგოგ ნათია ხუსკივაძის სასკოლო პროექტი TALK CLUB-ის ფინალური, მესამე ტური.
სამი კვირის მანძილზე მთელი სკოლა აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ აქტივობაში. სამივე ტურზე განსხვავებული თემატიკა იყო წარმოდგენილი. ფინალიში კი ყველაზე რთული დავალებით წარსდგნენ გუნდები.
გუნდებმა მე-8, მე-9, მე-10 და მე-12 კლასებიდან წარმოადგინეს მათ მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჟიური და დარბაზი ოვაციების ვერ მალავდა. მოსწავლეებმა მთელი გული და ემოცია ჩადეს ფილმებში და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეს ერის მტკივნეულ საკითხებზე.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვაღიარეთ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა გვყავს. მთავარია მათ სწორად მივუდგეთ. უფროსები ყოველთვის შედეგებს ვიმკით და ნამდვილად ამაყად ვიდექით ჩვენი ნიჭიერი და ჭკვიანი მოსწავლეების გვერდზე. ყველაზე მეტად მათი ნამუშევრების შეფასება გაგვიჭირდა, რადგან თავისი იდეით ყველა გამარჯვებული იყო”, – აღნიშნავენ სკოლაში.
საბოლოოდ, სამი ტურის შედეგების ჯამით გაიმარჯვა მე-10 კლასმა. მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა მე-12 კლასმა. სკოლის დირექტორმა ქ.ნ თამარ ბარძიმაშვილმა ორივე გუნდი დააჯილდოვა დიპლომებით და გასართობი ცენტრის ერთდღიანი ვაუჩერით.