სკოლა “ლომისში” ტიციან ტაბიძის და “ცისფერყანწელების” შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სკოლა “ლომისში” გაიმართა ტიციან ტაბიძის და “ცისფერყანწელების” შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ტიციან ტაბიძის შთამომავლები და შვილიშვილები ნინო ანდრიაძე (ფილოლოგი), გურამ ასათიანი (რეჟისორი), ასევე მანანა უთურგაიძე (ფილოლოგი), ნინო ბერიანიძე (ფილოლოგი, კომპოზიტორი, 7 შვილის დედა.)
მოსწავლეებმა გააცოცხლეს სცენები ტიციან ტაბიძის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან. სცენარი და ღონისძიების ორგანიზება ეკუთვნოდა სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელს მანანა ამბროლაძეს. სტუმრები მოიწვია პედგოგმა ნინო თოდუამ, რამაც მოსწავლეების მოტივაცია და ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
მონაწილეობდნენ: გიორგი გიორგობიანი, ალექსანდრე ხოკერაშვილი, ნიკა გოგიჩაიშვილი, ნიკა მღებრიშვილი, ილია გოგნაძე, თემო ხოჯაშვილი, ბესარიონ გრიგალაშვილი, ვიკა სუჯიანი, ნინი პაპიძე, ნინი უნგიაძე, მუსიკის პედაგოგი ირმა მეფარიშვილი.
სკოლა”ლომისი” მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, ამ სასიამოვნო ღონისძიების დაგეგმვის და განხორციებისთვის, სტუმრებს კი მობრძანებისათვის.