GE
30 ნოემბერი, 2017 12:55

სკოლა „ლომისი 1“-ში წარმატებით მიმდინარეობს სკოლის კვირეულის პროგრამა

სკოლა „ლომისში“ წარმატებით მიმდინარეობს სკოლის კვირეულის პროგრამა, სიყვარულით, ხალისით და სითბოთი აღსავსე დღეები. 28 და 29 ნოემბერს კვლავ გაგრძელდა პოეზიის ხუთი წუთი, გაიმართა 11 კლასის მოსწავლეების გამოფენა (ნატა მენაბდე, ანა ნარიმანიძე, ნიკა ქრისტესიაშვილი).

სიმღერებმა ცნობილი მიუზიკლებიდან გაამხიარულა დამსწრე საზოგადოება, ყველა კლასმა წარმოადგინა საკუთარი შემოქმედება. ანსამბლმა „ლომისმა“, გია ლიპარიშვილის ხელმძღვანელობით, შეასრულა ეროვნული ცეკვები.

29 ნოემბერს დღის ბოლოს გაიმართა სპექტაკლი „მოხეტიალი მუსიკოსები“, რომელიც სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სცენაზე უკვე იხილა მაყურებელმა და ამჯერად წარმოდგენა ჩატარდა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. სპექტაკლის ავტორი და რეჟისორია სკოლა „ლომისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მანანა ამბროლაძე გახლდათ.

Aris.ge - განათლება განათლება