სკოლა „ლომისი 1“-ში დასრულდა სკოლის კვირეული „მე მიყვარს ჩემი სკოლა“
1 დეკემბერს სკოლა „ლომისში“დასრულდა სიყვარულისა და სკოლის კვირეული. სკოლამ ერთი კვირის განმალობაში იცხოვრა სითბოს, განსაკუთრებული ჟრიამულის გარემოში. გაცოცხლდა მრავალი ლამაზი იდეა. გასაოცარი იყო მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგების ხალისი, შემართება და ერთსულოვნება. ყველას მონატრებია სითბო და ღიმილი. ერთმანეთში აღმოვაჩინეთ ახალი ნიჭი, ახალი თვისებები, რომელთაც ყოველდღიურობაში ჩაფლულები ვერ ვამჩნევდით. შემოქმედმა მშობლებმა საკუთარი ნამუშევრებით და თბილი ფერებით გაალამაზეს სკოლის დერეფნები. მოსწავლეებმა სკოლას და მეგობრებს მიუძღვნეს ორიგინალური საჩუქრები. ღონისძიებების ულევ ნაკადს მოჰყვა უხვი ფოტო და ვიდეო–მასალა, რომელიც სკოლის არქივში დარჩება ულამაზესი დღეების გასახსენებლად.
დასკვნითი ღონისძიება „სიყვარული – სამყაროს საფუძველი“, რომელიც სკოლის დირექტორის, თამარ ბარძიმაშვილის ლექციას ითვალისწინებდა, გასცდა აკადემიური ლექციის საზღვრებს და სიყვარულზე თბილ საუბარში გადაიზარდა.
სკოლის კვირეულის იდეის ავტორმა თამარ ბარძიმაშვილმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა, ასევე მონაწილეებმა მრავალი სამადლობელი სიტყვა მოისმინეს ერთმანეთისგან. ყველა გულისწყვეტით აღნიშნავდა, რომ კვირეული დასრულდა, მაგრამ მხოლოდ დროებით. სიყვარულით გამთბარი „ლომისის“ საზოგადოება ახალი შემართებით შეუდგა მომავალი წლის კვირეულისთვის ახალ იდეებზე ფიქრს.
აღსანიშნავია, რომ ბევრი მოფერება, გულწრფელი და გულახდილი საუბარი თაობებს შორის იყო ის, რაც ასე აკლია ჩვენს დაძაბულ დროს.
სკოლის დირექტორი ყველა ლომისელი მადლობას უხდის ამ იდეისა და სიყვარულისთვის, რომელიც მან აჩუქა საკუთარ სკოლას. სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელს და ღონისძიების ორგანიზატორს, მანანა ამბროლაძეს უსურვებს წარმატებას, მრავალი სასიამოვნო ღონისძიების ჩატარებას.
თავის მხრივ, სკოლა “ლომისის” ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ყველა მონაწილეს მხარდაჭერისათვის.