GE
19 ივნისი, 2018 14:20

სკოლა “ლომისთან” არსებულმა ხელოვნების სკოლამ ტრადიციული საანგარიშო კონცერტი წარმოადგინა

სკოლა “ლომისთან” არსებულმა ხელოვნების სკოლამ წლის ბოლოს, 18 ივნისს ახმეტელის სახელობის თეატრში წარმოადგინა ტრადიციული საანგარიშო კონცერტი. ღონისძიება გახსნეს მხატვრული კითხვის სტუდიის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია “უკანასკნელი ფოთოლი” ო. ჰენრის ლირიული ნოველის მიხედვით. დადგმა განახორციელა სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელმა მანანა ამბროლაძემ (მონაწილეობდნენ: რომან გვენცაძე, ნიკოლოზ ჩიტაშვილი, ნია კასპელაშვილი, ნინი პაპიძე, ალექსანდრე მაისურაძე, გიორგი ხაბეიშვილი).

წარმოდგენილი იქნა ასვე მუსიკალურ–ქორეოგრაფიული კომპოზიცია თამარ ბარძიმაშვილის ლიტერატურული ჩანახატის მიხედვით”მზე და ზღვა” (“ლიბერტანგო”), რომელსაც კითხულობდა ნინი პაპიძე (მე–7 კლასი). ანტურაჟი – ელენე შეშაბერიძე და ნია კასპელაშვილი. ანსამბლმა “ლომისმა” პედაგოგ–ქორეოგრაფის გია ლიპარიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინა ქართული ცეკვები.

ირმა მეფარიშვილის ხელმძღვანელობით ვოკალურმა ანსამბლმა შეასრულა ქართული სიმღერები. სპორტული ცეკვების დადგმა ეკუთვნოდა ნაიკო ხეჩუმაშვილს. მაყურებლის განსკუთრებული მოწონება დაიმსახურეს პატარა” ბუსუნსულებმა”. (შიო არაბული, ნესტან რევაზაშვილი,ანანო ქურდაძე,გაბრიელ პაპიძე, თეკლა არევაძე) ოთარ მამფორიას ლექსი “საქართველო” ჩვეული შემართებით და ემოციით წაიკითხა ბესარიონ გრიგალაშვილმა. ასევე ლექსები წაიკითხეს რომან გვენაცაძემ და ნიკოლოზ ჩიტაშვილმა.

კონცერტის დასასრულს პატარა მომღერლებმა გიგი ქალდანმა, ალექსანდრე მაისურაძემ და გიგი ხაბეიშვილმა საყვარელ ქალაქს, თბილისს მიუძღვნეს გოგი ცაბაძის სიმღერა ” ჩემო თბილის ქალაქო.” ტრადიციულად ყოველ საანგარიშო კონცერტში მონაწილეობს სტუმარი, ამჯერად სტუმრად იყვნენ “დები გოცირიძეები,” რომლებმაც შეასრულეს ქართული სიმღერების პოპური. კონცერტს ესწრებოდა გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ქალბატონი გულია გოცირიძე, რომელმაც კონცერტის დასასრულს გამოხატა საკუთარი პატივისცემა სკოლის მიმართ და სცენაზე გამომსვლელთა ნიჭიერებით აღფრთოვანებულმა მომავალ თაობას დაულოცა გზა წინსვლისა და წარმატებისაკენ.

Aris.ge - განათლება განათლება