„სკოლა ოპიზას“ მოსწავლეები eTwinningPlus-ის სამ საგანმანათლებლო პროექტში იღებენ მონაწილეობას
eTwinningPlus-ი ევროპული საგანმანათლებლო პორტალია, სადაც შესაძლებელია ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. იგი ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით.
„სკოლა ოპიზა“ პროგრამაში ჩართულია 2016 წლის აპრილიდან. 2016-2017 სასწავლო წლისთვი სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ნინო თამარაშვილის ინიციატივით, მონაწილეობას იღებენ სამ საგანმანათლებლო პროექტში.
- მე-8ბ კლასი პროექტით ,,HUMAN RIGHTS: An illustrated book about our legends and tales” (ადამიანთა უფლებები: ილუსტრირებული წიგნი ლეგენდებზე) – ავტორი ლაურა ბოსსო
- Fedac-Manresa, Manresa Spain მე-6გ კლასი პროექტებით:
1) Primary students experiments, 2016-17 (დაწყებითისაფეხურის მოსწავლეების ექსპერიმენტები) – ავტორი აურელია დირგინცინი, ლიტვა, სიალუი.
2) Open the world together or Travelling around the world – ავტორი ნინა ნოვოსადი, უკრაინა, ლიპინის სკოლა.
,,სკოლა ოპიზას“ დირექცია წარმატებებს უსურვებს პედაგოგ ნინო თამარაშვილს და მათი სკოლის მოსწავლეებს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS

