მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები თბილისის სამხატვრო აკადემიას ესტუმრნენ
27 სექტემბერს, სკოლა-პანსიონის ნორჩი მხატვრები,დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა კურთხევით, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას.
სკოლა-პანსიონის ერთ-ერთ მიმართულებას ხელოვნება წარმოადგენს და ფერწერის შესწავლას დიდი ყურადღება ექცევა ამის შედეგია ის რომ, სკოლის კურსდამთავრებულები იაგო ნიკოლაძე, არმაზ სარაჯიშვილი, დავით ჩუგოშვილი, წარმატებით აგრძელებენ სწავლას სამხატვრო აკადემიაში.
სკოლა-პანსიონის ფერწერის წრის მოსწავლეებს (პედაგოგი გაიოზ ზანდარაშვილი) პლასტიკისა და ანატომიის კათედრამ უმასპლინძლა, სადაც გაიმართა მასტერკლასი მოსწავლეებისათვის „მხატვრობის საფუძველები“. პროფესორმა იოსებ კინწურაშვილმა მათ საინტერესო თემებზე ესაუბრა და მოსწავლეებისათვის ეს ღონისძიება ძალზე საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.
აკადემიას სტუმრობდნენ ნორჩი მხატვრები: ნინო გაგნიძე, ანა ირემაძე, სანდრო ფოჩხიძე, ლიკა აბულაძე, თამარ აბულაძე, დავით მაღლაკელიძე.
ინოვაციების ფესტივალი გრძელდება.