3 აპრილი, 2024 10:25
სკოლა „პოლიგლოტში“ მასწავლებლები დაესწრნენ ტრენინგს თემაზე – „საგანმანათლებლო ლიდერობა სკოლაში“
სკოლაში „პოლიგლოტი“ მასწავლებლები თეა ჯაღიაშვილი, თამარ რიჟამაძე, ანუკი ლაბაძე და ნათია ქანთარია დაესწრნენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში მასწავლებლებისათვის გამართულ ტრენინგს, თემაზე: „საგანმანათლებლო ლიდერობა სკოლაში“.
ტრენინგი ჩაატარა ირინა აბულაძემ, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ასოცირებულმა პროფესორმა, USAID-ი განათლება მომავლისთვის პროგრამის დირექტორის მოადგილემ.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: საგანმანათლებლო ლიდერობის კონცეფცია და თეორიული ჩარჩო; თანამშრომლობა სკოლის განვითარებისთვის, შესაძლებლობები და გამოწვევები; საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობა ეროვნული პოლიტიკის დანერგვაში.
სკოლა „პოლიგლოტი“ წარმატებებს უსურვებს მასწავლებლებს პროფესიული განვითარების გზაზე.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი