სკოლაში „პოლიგლოტი“ მეექვსეკლასელებისთვის გამოსაშვები ღონისძიებები ჩატარდა
სკოლა „პოლიგლოტ“-ის მეექვსეკლასებში, სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე, გამოსაშვები ღონისძიებები ჩატარდა.
მე-6 (ა) კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე „ზღაპრის ბოლო კეთილია გაიხსენეს სკოლაში ერთად გატარებული წლები, პროექტები, ღონისძიებები, სასწავლო- შემეცნებითი ექსკურსიები და სხვადასხვა ენაზე შეასრულეს სიმღერები. ბოლოს კი სკოლის ეზოში მხიარულ გარემოში აღნიშნეს დაწყებითი საფეხურის დასრულება და სკოლისგან სიმბოლური საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.
მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეებმა ღონისძიების „ენა, მამული, სარწმუნოება” ფარგლებში პატივისცემა გამოხატეს ქართული ანბანისა და ქართული ენის მიმართ, ასევე მისი შემოქმედის მეფე ფარნავაზის მიმართ. შეასრულეს ცეკვები და მუსიკალური ნომრები ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
სკოლა „პოლიგლოტი“ ულოცავს მათ მე-6 კლასის წარმატებით დასრულებას და უსურვებთ შემდგომ წარმატებას.
ასევე, სკოლა მადლობას უხდის კლასის დამრიგებლებს ასეთი ლამაზი და საინტერესო აქტივობების ორგანიზებისათვის, ასევე მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.