31 იანვარი, 2024 17:15
სკოლა „პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელი ინგა ხურცილავა ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასის გამარჯვებულია
18 იანვარს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშებაში გაიმარჯვა სკოლა პოლიგლოტის მასწავლებელმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ინგა ხურცილავამ.
თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი ორ ნაწილად: ქალთა და ვაჟთა შორის გაიმართა.
ორივე ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
სკოლა პოლიგლოტი ულოცავს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ქალბატონ ინგას და მომავალშიც ბევრ წარმატებას უსურვებს. სკოლისთვის ორმაგად სასიხარულოა ეს ფაქტი, რადგან პოლიგლოტის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ საუკეთესო და დიდოსტატი პროფესიონალებისაგან.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი