29 მაისი, 2023 12:31
სკოლა „პოლიგლოტის” მოსწავლეები საქართველოს ფრანგულ მედიათეკაში იმყოფებოდნენ
სკოლა „პოლიგლოტის” მე-6ა და მე-6ბ კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ ნინო გოგოლაძესა და ფრანგული ენის პედაგოგ – თეონა ჩაკვეტაძესთან ერთად, ევროპული დღეების ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგულ მედიათეკაში. სადაც დაათვალიერეს ფრანგული ბიბლიოთეკა, გაეცნენ ფრანგულ ლიტერატურას, ბეჭდურ და ელექტრონულ წიგნებს. ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის, საიდანაც შეძლებენ წიგნების გატანას.
პროექტის ბოლოს გაიმართა ანიმაციური ფილმის – “Peau d’Ane” ჩვენება, ბავშვები დიდი ყურადღებითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი ფილმის ყურებისა და თარგმანის პროცესში.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი