სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ესტუმრნენ
23 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტი”არაფორმალური განათლების ფარგლებში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრა.
„პოლიგლოტის” მოსწავლეებს, მასწავლებელს (ანა ჯავახიშვილი) და დირექტორს (მზია დაუშვილი) შეხვდა და ესაუბრა თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ქალბატონი ნინი სანადირაძე, რომელმაც მიმოიხილა მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამები, ისაუბრა მუზეუმების გაერთიანების აწმყოსა და პერსპექტივაზე, სკოლებთან თანამშრომლობაზე.
მუზეუმის გიდის ემოციურ თხრობას მოსწავლეები შთაგონებულები ისმენდნენ.
დასასრულს კი უჩვეულო პერფორმანსი გაიმართა: #გზავნილები-ილიასგან.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ილიას ფრაზა-გრაგნილები – სამოტივაციოდ და რეფლექსიისთვის.
ამ ჯადოსნური დღისთვის სკოლა „პოლიგლოტმა“ მადლობა გადაუხადა მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ნინი სანადირაძეს და მის გუნდს.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი