GE
19 ოქტომბერი, 2023 16:49

სკოლა „პოლიგლოტს“ საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ

ცნობიერების ამაღლების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია-ის ორგანიზებით, ,,სცეას” სასკოლო პროექტის ,,მე ცელიაკია მაქვს – გაიგე მეტი ჩემ შესახებ” პოექტის ავტორები და ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ სკოლა პოლიგლოტს.

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები:

1. რა არის გლუტენი და გლუტენის აუტანლობა?
2.რომელი პროდუქტებია გლუტენის მთავარი წყარო?
3. სად იმალება გლუტენი?
4. შემთხვევით არასწორი პროდუქტი მივიღე? ჩემი იმუნური სისტემა შეეცდება დამიცვას;
5. ჩემი დღის რაციონი ისეთივეა როგორიც შენი. გინდა გაგიმხილო როგორ?
6. მე შენ გასწავლი როგორ უნდა აარჩიო ჩემთვის უსაფრთხო საკვები;
7. მე მაქვს გლუტენის აუტანლობა, გამოიცანი რომელია ჩემთვის უსაფრთხო პროდუქტი.

შეხვედრის დასასრულს ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ გლუტენის გარეშე პროდუქტები: უგლუტენო ვეგანური ტკბილეული და მაფინები.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში