12 დეკემბერი, 2022 09:55
სკოლა „პოლიგლოტის“ წარმატება ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის ტურნირზე
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა ჭადრაკის ტურნირი -„სასკოლო ლიგა“ 2022.
ტურნირში სკოლა „პოლიგლოტი“ მონაწილეობდა თავისი გუნდით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ სკოლა პოლიგლოტის მეექვსე კლასის მოსწავლეები, ნუცა მთვარელიძე და ცოტნე მამფორია, რომლებმაც ტურნირში საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ გოგონების დაფაზე მეორე ადგილი მოიპოვა პოლიგლოტელმა ნუცა მთვარელიძემ, იგი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მედლითა და სიგელით დააჯილდოვეს!
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი