GE
18 ნოემბერი, 2025 17:57

სკოლა „პოლიგლოტმა“ ავტორიზაცია კიდევ ერთხელ წარმატებით გაიარა

სკოლა „პოლიგლოტმა“ კიდევ ერთხელ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლამ დღეს, 18 ნოემბერს გამოაქვეყნა.

„პოლიგლოტში“ აცხადებენ, რომ ავტორიზაციის პროცესში სკოლის გუნდის პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა შრომამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„ამ მიღწევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სკოლა გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით, ორგანიზებულობითა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით.

სკოლა „პოლიგლოტი“ უკვე მრავალი წელია ქმნის თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციურ საგანმანათლებლო გარემოს. პედაგოგთა გუნდი მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა განვითარებაზე, საერთაშორისო პროექტების, სხვადასხვა პროგრამებისა და ახალი მეთოდების დანერგვაზე, რაც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის სწავლას. სკოლას წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები და მიზნები აქვს“, – აცხადებენ „პოლიგლოტში“.

სკოლის სხვა ამბები

studinfo.ge (მ)