სკოლა „პოლიგლოტმა“ ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოში ევროპულ დღეებთან დაკავშირებით, სკოლა „პოლიგლოტში“ ჩატარდა ღონისძიება – „განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.“ ღონისძიებაზე სტუმრად იყო მოწვეული საფრანგეთის საელჩოს ფრანგული ინსტიტუტი და ესწრებოდნენ მისი წარმომადგენლები თეა ჯიქიძე და ელიზ ზამორა.
ღონისძიებაზე ბავშვებმა ისაუბრეს განათლებასა და მის მნიშვნელობაზე, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რაც ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების წინაპირობაა. მოსწავლეებმა ძალიან საინტერესოდ გადმოსცეს თავიანთი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით. მათ ასევე შეასრულეს საფრანგეთის და საქართველოს ჰიმნი, რამაც სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფრანგული ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით.
სტუმრებმა პირობა მისცეს ბავშვებს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ეს ურთიერთობა და სკოლას თანადგომა გამოუცხადეს.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი