7 დეკემბერი, 2022 14:54
სკოლა „პოლიგლოტმა“ საქართველოს პაროდონტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტსა და მის გუნდს უმასპინძლა
სკოლა პოლიგლოტს სტუმრად ეწვია საქართველოს პაროდონტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი თათია როხვაძე თავის გუნდთან ერთად.
ისინი ახორციელებენ პროექტს – „მე ვიხეხავ კბილებს”, რომლის მიზანია ახალი თაობის ინფორმირება და სტომატოლოგიის სფეროში განათლების დონის ამაღლება.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს, უტარდებათ ტრენინგი პირის ღრუს სწორად მოვლისა და დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ. ტრენინგები მორგებულია ასაკობრივ ჯგუფებზე და შემეცნებითთან ერთად აქვს სახალისო ხასიათი.
სკოლა პოლიგლოტმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ თათიასა და მის არაჩვეულებრივ გუნდს მოსწავლეების გახარებისა და დასაჩუქრებისთვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი