GE
16 აპრილი, 2024 10:44

სკოლა „პოლიგლოტში“ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა  დედა ენის  დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. კვირეულში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო ეტაპის მოსწავლეები. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

  • მკითხველთა კონფერენცია;
  • ლექცია-გაკვეთილები;
  • დედა ენის ძეგლის მონახულება;
  • კალიგრაფიის კონკურსი.

კვირეულის განმავლობაში მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს დედა ენის დღის ისტორია, გააკეთეს პრეზენტაციები, აიმაღლეს ცნობიერება ქართული ენის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ აღნიშნულ ღონისძიებებში.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში