GE
6 ოქტომბერი, 2026 11:37

სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა

26 სექტემბერი ენების ევროპული დღეა. სკოლა „პოლიგლოტში“ ეს დღე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

სკოლის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში განხორციელდა სხვადასხვა შემეცნებითი, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ენები გვაერთიანებს“.

„უცხო ენების ცოდნა გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის უცხო ენების კათედრას და მის პედაგოგებს – მირანდა ხუსკივაძეს, მარიამ ცაბაძეს, ქეთი კუპატაძეს, ეკა შუბითიძეს, გვანცა ქველაძეს, ირმა ჭანკოტაძეს და გვანცა არაბულს საინტერესო აქტივობებისთვის“, – აცხადებენ „პოლიგლოტში“.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი