GE
7 ოქტომბერი, 2025 11:47

სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა

სკოლა „პოლიგლოტმა“ ტრადიციულად წელსაც მიიღო მონაწილეობა ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც, სკოლაში მრავალი საინტერესო, შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა.

„პოლიგლოტის“ ცნობით, მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით შეისწავლეს დაქტილი – ე.წ. ყრუ და სმენადაქვეითებულების ანბანი, შექმნეს ენების ხის მაკეტი, პოსტერები, კედლის გაზეთი, კომიქსების წიგნაკი და სხვა მრავალი პროდუქტი ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობის ხაზგასასმელად.

„ენების ევროპული დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ტოლერანტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემის განვითარებას. ამ დღის ფარგლებში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიგონ სხვადასხვა ერების კულტურა, დააფასონ ენობრივი განსხვავებები, შეისწავლონ რაც შეიძლება მეტი ევროპული ენა, რადგან ეს მათ ერთიან ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს“, – აცხადებენ სკოლა „პოლიგლოტში“.

სკოლის სხვა ამბები

studinfo.ge (მ)