22 თებერვალი, 2024 12:12
სკოლა „პოლიგლოტში“ მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში პროფესორ ცირა ბარბაქაძის ლექცია ჩატარდა
სკოლა „პოლიგლოტი“ შეუერთდა კომუნიკაციების კომისიის ინიციატივას, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მედიაწიგნიერების დღის სკოლებში აღნიშვნას.
ამ დღის ფარგლებში სკოლაში არაფორმალური განათლების მიმართულებით საჯარო ლექცია თემაზე: ,,მედიაწიგნიერება და კულეშოვის მეთოდი"” ჩაატარა მწერალმა, მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ცირა ბარბაქაძემ.
ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
წარმატებული მონაწილეობისათვის კომუნიკაციების კომისიამ სკოლა „პოლიგლოტი“ სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი