23 თებერვალი, 2024 17:28
სკოლა „პოლიგლოტში“ ოკუპაციის 103 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
სკოლა ,,პოლიგლოტში“ დაიწყო ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 103 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული.
კვირეულის დევიზია: ,,არა, ოკუპაციას!“
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტაბახმელაში. ყვავილებით შეამკეს 1921 წელს ტაბახმელა-კოჯრის მისადგომებთან გამართულ ბრძოლაში დაღუპული იუნკრების პატივსაცემად აღმართული მემორიალი. დაანთეს სანთლები და წუთიერი დუმილით პატივი სცეს დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ისტორიის პედაგოგი, ქალბატონი თინა დორეული და მე-7 კლასის დამრიგებელი , ქალბატონი ნინო გოგოლაძე .
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი