GE
5 დეკემბერი, 2023 11:09

სკოლა „პოლიგლოტში“ პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი ჩატარდა

არაფორმალური განათლების ფარგლებში სკოლა „პოლიგლოტში“ ჩატარდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი შემოქმედებითი უნარების გასააქტიურებლად.

მონაწილეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში: “შემთხვევითი სიტყვების კავშირი”. მონაწილეები იღებენ ბარათებს ორი სხვადასხვა შემთხვევითი სიტყვით და ცდილობენ მათ შორის საერთოს პოვნას. შემთხვევით სიტყვებს შორის საერთოს აღმოჩენა – საინტერესო ძიებების წყარო აღმოჩნდა და მოსწავლეებმა დაუსაზღვრავი ფანტაზია გამოავლინეს. მოსწავლეებს არც მასწავლებლები ჩამორჩნენ. ამ საერთო შემოქმედებით ზეიმს დირექტორი, ქალბატონი მზია დაუშვილიც შეუერთდა და ჩვეული ემოციით დააკავშირა დაუკავშირებელი ცნებები ერთმანეთს.

შეხვედრის მეორე ნაწილის სტუმარი იყო მუსიკოსი დავით ბახტაძე. შემოქმედებითი ენერგია ვალტორნის ხმებმა კიდევ უფრო გააძლიერა და მონაწილეები წარმოსახვით სამყაროებში ამოგზაურა.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში