GE
10 ნოემბერი, 2023 09:56

სკოლა „პოლიგლოტში“ ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ შემოდგომის სეზონი ჩატარდა

სკოლა „პოლიგლოტში“  ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის? “ შემოდგომის სეზონი. თამაშში მონაწილეობდნენ VIII-IX-X-XI კლასების გუნდები.

თამაში ჩატარდა სამ რაუნდად მეგობრულ გარემოში.

სპეციალურმა ჟიურიმ სკოლის დირექტორის, ქალბატონი მზია დაუშვილის, გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდები დაასაჩუქრა პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით, ასევე პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა თამაშის სიმბოლო ულამაზესი ოქროსფერი „ბუ“, რომელიც იქნება გარდამავალი პრიზი და ზამთრის სეზონის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა მომავალში.

ამასთანავე მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით ქალბატონმა მზიამ ფინალში გასული სამივე გუნდის მოსწავლეები დააჯილდოვა ბავშვების საყვარელი გასართობი ცენტრის „ვენდისის“ ფასიანი ვაუჩერით, სადაც მოსწავლეები სასიამოვნოდ გაატარებენ დროს ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში