GE
2 ივლისი, 2018 17:13

სკოლა “პროგრესი” 10-დღიან ინგლისურენოვან ლიდერთა საზაფხულო ბანაკს გთავაზობთ

ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი” გთავაზობთ 10-დღიან ინგლისურენოვან ლიდერთა საზაფხულო ბანაკს დაბა ბაკურიანში. „ლიდერთა სკოლაში” ტრენინგ კურსს წარუძღვებიან FLEX კურსდამთავრებული სტუდენტები.

ტრენინგების ხანგრძლივობა დღეში განისაზღვრება 3 საათით. მონაწილეები ყოველდღიურად დაწერენ სპეციალურად შექმნილ ტესტებს, რომელიც მათ გაცვლით პროგრამებში კონკურსებში მონაწილეობის დროს გამოადგებათ.

ყოველ საღამოს გაიმართება საღამოს აქტივობები, რომელიც განისაზღვრება 2 საათით (კარაოკე ფართი, მულტიკულტურული საღამო, რა? სად? როდის? მაგიდის თამაშები, ფილმის ჩვენება, მარშმელოს შეწვა კოცონზე).

მონაწილეებს ინგლისურ ენაზე ჩაუტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები; 1. ლიდერობა 2. ეფექტური კომუნიკაცია 3. პროექტის წერა და მართვა 4. მოხალისეობა 5. CV და სამოტივაციო წერილების წერა, 6. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები. 7. კრეატიული აზროვნება 8. ჯანსაღი ცხოვრების წესი. თითოეული ტრენინგის საშუალებით მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას. ტრენინგი იქნება მაქსიმალურად ინტერაქტიული. პროგრამა შედგება 30% თეორიული მასალისგან, პრაქტიკული სავარჯიშო 50%, სიტუაციური დავალებები 20%.

ბანაკში შედის ლაშქრობები დაბა ბაკურიანის მიდამოებში; საცურაო აუზი; საზაფხულო ბანაკი გაიმართება დაბა ბაკურიანში, კომფორტულ და უსაფრთხო სასტუმროში, რომელიც მდებარეობს დიდველთან ახლოს. თითოეულ ოთახს აქვს სველი წერტილი. ოთახში განთავსდებიან 4,5 ბავშვი. სამჯერადი ჯანსაღი კვება. შვედური მაგიდა.

საზაფხულო ბანაკში არის სპეციალურად შემუშავებული შინაგანაწესი, რომელის ფარგლებში დაცული იქნება მონაწილეთა უსაფრთხოება. მგზავრობო თბილისი–ბაკურიანი–თბილისი, ბანაკის თერიღი 4–13 ივლისი. მონაწილეობა შეუძლია 11–17 წლის საქართველოს და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.

სრული მომსახურეობის საფასურს შეადგენს 550 ლარი რეგისტრაციისათვის მიმართეთ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესი” ადმინისტრაციას ან ეწვიეთ სკოლის ვებ-გვერდს www.schoolprogress.ge. (FB: Georgian-American International School ‘PROGRESS’)

საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ. ქუთაისი , დ.აღმაშენებლის #20 ქ,
თბილისი, ბუდაპეშტის #1 ქ,
ბათუმი აბუსერიძის #11

ტელ: (+995 431) 25 25 09; 599 90 80 41;
ელ-ფოსტა: gaschoolprogressinfo@gmail.com

Aris.ge - განათლება განათლება