GE
29 მაისი, 2018 15:02

სკოლა “პროგრესი” ინტელექტუალურ ჩემპიონატზე “მოზაიკა” რეგისტრაციას აცხადებს – პროცედურა და პრიზები

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოფილების კლუბი“ ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესთან“ პარტნიორობითა და იმერეთის ინტელექტ კლუბის მხარდაჭერით, 3 ივნისს, მონაწილეობის მისაღებად გიწვევთ ინტელექტუალურ ჩემპიონატში “მოზაიკა”.

გუნდური ინტელექტუალური თამაში „მოზაიკა“ განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერი კერძო და საჯარო სკოლების ექვსი მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდებისათვის.

თამაშში მონაწილეობს მიღება შეუძლია 3 ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებს:
I ლიგა – III-VI კლასი
II ლიგა – VII-IX კლასი
III ლიგა – X-XII კლასი
თამაშის ჩატარების ენა: „მოზაიკა“ ქართულ ენაზე ჩატარდება III-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო ინგლისურ ენაზე – VII-XII კლასელებისათვის.

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერი კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს. თოთოეული სკოლიდან მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ასევე, ერთი გუნდის წევრები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

შეკითხვების რაოდენობა და ფორმატი:

  • I ლიგა – 20 შეკითხვა, II და III ლიგა – 36-36 შეკითხვა.
    თითოეულ შეკითხვაზე პასუხის მოსაფიქრებელი დრო არის 1 წუთი.
  • შეკითხვები სხვადასხვა სფეროდან იქნება შერჩეული, მაგალითად: კინო, მუსიკა, მეცნიერება, ტექნოლოგია, თანამედროვე მსოფლიოს ამბები, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა და ა.შ.
  • მრავალფეროვანი იქნება შეკითხვების სტილიც. მიუხედავად იმისა, რომ თემების არეალი ფართოა, ყველა შეკითხვა დაფუძნებულია ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებაზე, ფაქტობრივი ცოდნა მოთამაშეებს ხელს შეუწყობთ სწორი პასუხის გამოცნობაში.
  • თითოეულ ლიგის შეკითხვების შედგენის დროს გათვალისწინებული იქნება მონაწილეთა ასაკი.

პრიზები:
გამარჯვებული გუნდებისათვის პრიზები დააწესა ქართულ-ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა „პროგრესმა“.

II და III ლიგის პირველ ადგილოსანი გუნდის თითო საუკეთესო მოთამაშე, რომელიც თამაშის ბოლოს გამოვლინდება ბლიც შეკითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებით, სასწავლო პროგრამით გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში.

I ლიგის გამარჯვებული გუნდის ექვსივე წევრს სრულად დაუფინანსდება 6 თვიანი სასწავლო პროგრამა STEM Academy-ში. STEM Academy-ში მოზარდები ადრეული ასაკიდან ეზიარებიან თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ტექნიკური პოგრამირება, რობოტოტექნიკა). ქმნიან სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობას, მონაწილეობენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსსა და პროექტში.

თითოეული ლიგის I, II და III ადგილის მფლობელი გუნდები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ყველა მონაწილე გუნდის მასწავლებელი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, მიიღებს 0.5 კრედიტ ქულას.

სარეგისტრაციო თანხა: თითოეული გუნდისათვის შეადგენს 60 ლარს (თითოეული წევრისთვის 10 ლარი).

საბანკო რეკვიზიტები და შეკითხვების ანალოგები გადაეგზავნება დარეგისტრირებული გუნდების კაპიტნებსა და მასწავლებლებს.

ჩატარების განრიგი:
10:00-11:30 საათი I ლიგა
12:30-15:00 საათი – II ლიგა
16:00-17:30 საათი – III ლიგა
გამარჯვებულების დაჯილდოვება

ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“. მისამართი: ქუთაისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №20

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მაისი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: theneophilesclub@gmail.com
T 557648886

Aris.ge - განათლება განათლება