GE
27 ნოემბერი, 2020 14:42

სკოლა „პროგრესი“ იწყებს სასკოლო ვიქტორინას – „სიტყვობანა“

სკოლა „პროგრესი“ იწყებს სასკოლო ვიქტორინას – „სიტყვობანა“. ვიქტორინაში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლა პროგრესის VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებს.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ფინალისტებს სამახსოვრო პრიზები, ხოლო გამარჯვებული ამ ყველაფერთან ერთად “სიტყვების ოსტატის” წოდებას მიიღებს.

სარეგისტრაციო ფორმა

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 3 დეკემბერი

პროექტის აღწერა:

“სიტყვობანა” ონლაინ შემეცნებით-გასართობი თამაშობაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში:

  • ლექსიკური მარაგის გამდიდრებას
  • კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას
  • წაკითხულის გააზრებას
  • ზოგადი ინტელექტის ამაღლებას

ვიქტორინა შედგება 3 ეტაპისგან. თითოეული ეტაპი მოიცავს მოსამზადებელ შეხვედრასა და საკონკურსო ტურს.

მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციების საფუძველზე.

Aris.ge - განათლება განათლება