GE
11 თებერვალი, 2019 15:37

სკოლა “პროგრესი” სკოლის მოსამზადებელ პროგრამაზე პირველკლასელთათვის მიღებას აცხადებს

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესი“ აცხადებს მიღებას სკოლის მოსამზადებელ პროგრამაზე პირველკლასელთათვის.

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესი” აცხადებს მიღებას სკოლამდელ მოსამზადებელ პროგრამაზე, რომელიც დაეხმარება მომავალ პირველკლასელს მომზადებული შეხვდეს ახალ სასწავლო წელს და დაძლიოს ყველა სირთულე.

სასწავლო პროგრამა მოიცავს: 

  • მათემატიკური ცნებების – ფორმირება, მარტივი, ლოგიკური დავალებების გადაწყვეტა/ამოხსნა;
  • ინგლისურის ენის ინტენსიური კურსი;
  • საწყისი წერითი უნარების განვითარება;
  • მეტყველების განვითარება;
  • საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბება;
  • ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნება;
  • სწავლისადმი მოტივაციის ჩამოყალიბება;

მეცადინეობები ჩატარდება ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესში’’, კვირის დღეებში კვირაში სამჯერ, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, ან შაბათ-კვირას 4-საათიანი მეცადინეობები.

პროგრამის ღირებულება შეადგენს თვეში 70 ლარს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქართულ-ამერიკულ სკოლა ,,პროგრესის“ ადმინისტრაციას: ქ. ქუთაისი, დავით აღმაშენებლის გამზ. #20 ტელ.: 0431 25 25 09, 599 90 80 41 www.schoolprogress.ge, gaschoolprogressinfo@gmail.com

Aris.ge - განათლება განათლება