GE
22 დეკემბერი, 2020 13:22

სკოლა „პროგრესის“ გუნდმა ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს STEM ბანაკის იდეების კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა

სკოლა პროგრესის გუნდმა ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს STEM ბანაკის იდეების კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა.

პროგრესელები მონაწილეობას იღებდნენ ინოვაციების 2-დღიან ბანაკში, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 100-მდე სკოლის მოსწავლე იყო შერჩეული

ღონისძიებაზე პროგრესის გუნდმა წარადგინა “მოსწავლეთა საკონსულტაციო კომპანიის” ბიზნეს გეგმა და 4-წუთიანი პრეზენტაცია, რომელიც 11 პროექტს შორის, საუკეთესო სამეულში მოხვდა

ბანაკში მონაწილეობას იღებდნენ: ლუკა ნატრიაშვილი, მარიამ გიორგობიანი, ანრი ხოჯავა, სოფიო გაჩეჩილაძე, გოჩა გოგსაძე, გეგი აბჟანდაძე და ხატია კუპრავა

სკოლა ულოცავს პროგრესელებს ამ წარმატებას!

Aris.ge - განათლება განათლება