GE
26 ივნისი, 2018 15:54

სკოლა “პროგრესის” მოსწავლეები “ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” მონაწილეობის უფლებით დაჯილდოვდნენ

ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლეები ლუკა ნადარაია, ადამ კარამი, ნოდარ ცაავა და გუგა ქათამაძე ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ მონაწილეობის უფლებით დაჯილდოვდნენ, ისინი შეირჩნენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში შედეგების საფუძველზე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებს 600 მოსწავლე. 2 კვირიანი საზაფხულო სკოლა ჩატარდება 3 ნაკადად (1-ლი ნაკადი: 16 ივლისი- 29 ივლისი; მე-2 ნაკადი: 30 ივლისი- 12 აგვისტო; მე-3 ნაკადი: 13 აგვისტო – 26 აგვისტო) თითოეულ ნაკადში მონაწილეობას მიიღებს 200 მოსწავლე.

“ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში” მონაწილეობის მისაღებად 600 მოსწავლიდან შეირჩევა 21 საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც მესამე ნაკადის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს ერთი თვისა გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ ორკვირიან კურსებზე დასასწრებად.

Aris.ge - განათლება განათლება