GE
2 აგვისტო, 2019 11:49

სკოლა პროგრესის მოსწავლეები კამპანიაში „გააცანი შენი ქალაქი სტუმარს“ მონაწილეობდნენ

ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის მოსწავლეები კამპანიაში „გააცანი შენი ქალაქი სტუმარს“ მონაწილეობდნენ.

კამპანიის ფარგლებში, ისინი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ სტუმრებს დახვდნენ და მათ ტურისტული საინფორმაციო მასალები გაუზიარეს. მოხალისეებთან ერთად სტუმრებს ნათია ნამიჭეიშვილი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო თვალთვაძე, ქუთაისის მერის მოადგილე მასპინძლობდნენ.

კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ორმხრივი მოხალისეობის პლათფორმის „დროის ბანკის“ პოპულარიზაციას. კამპანია სრულად ეფუძნება მოხალისეობრივ რესურსს. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) მიიჩნევს, რომ მოხალისეობის კულტურის გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

კამპანია ასევე მიზნად ისახავს ქუთაისის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, რომ ქალაქი არ იქცეს მხოლოდ სატრანსპორტო ჰაბად იმ სტუმრებისთვის, ვინც საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ჩამოდის. კამპანიის ამბიციური ამოცანაა, სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან დარჩნენ ქალაქში და გაეცნონ ქუთაისის და მისი შემოგარენის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

Aris.ge - განათლება განათლება