GE
13 ივლისი, 2018 13:08

სკოლა “პროგრესის” მოსწავლემ ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მოწვევა მიიღო

ქართულ -ამერიკული საერთაშორისო სკოლა ”პროგრესის” მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, მარიამ აბშილავამ მიიღო ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (LCC International University) მოწვევა, რისი დახმარებითაც ის შეძლებს LCC summer school-ში ინგლისურენოვანი კურსების გავლას ზაფხულის განმავლობაში და სკოლის დამთავრების შემდეგ LCC უნივერსიტეტში ჩაბარებას.

სკოლა “პროგრესი” ულოცავს მარიას და მომავალშიც დიდ წარმატებებს უსურვებს.

Aris.ge - განათლება განათლება