12 ნოემბერი, 2020 16:09
სკოლა „პროგრესის“ მოსწავლის წარმატება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“
პროგრესელმა გელა კუხიანიძემ რუსთაველის ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში – „ლეონარდო და ვინჩი“ თავის გუნდთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა და ჯილდოდ 2000 ლარი ერგო.
“ვულოცავთ გელას და პროგრესის STEM განათლების ხელმძღვანელს, უტა კილასონიას!”, – განაცხადეს სკოლაში.
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი„ლეონარდო და ვინჩი“, ყოველწლიურად ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.