სკოლა “პროგრესის” პედაგოგმა სემინარში „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მიიღო მონაწილეობა
10 მაისს, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, სემინარი: „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა, რომელშიც ჩართულია ქართულ-ამერიკული საერთშორისო სკოლა ,,პროგრესის” ბიზნეს უნარ-ჩვევების პედაგოგი, ნანა მარღანია.
სემინარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. სემინარის მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ჰეტმა, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. სემინარის მოდერატორი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე იყო.
-
პროგრესელი ვიტალი რევიშვილი და მისი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში III ადგილზე გავიდა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა “პროგრესს” (ქუთაისი) პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)