3 დეკემბერი, 2020 15:40
სკოლა „პროგრესის“ პროექტის „უნდა იცნობდეთ“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
1-ლ დეკემბერს ბიზნესგანათლების პროექტის “უნდა იცნობდეთ” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის “უნდა იცნობდეთ” ფარგლებში მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში ეცნობოდნენ წარმატებული მეწარმეების ისტორიებს, ივითარებდნენ კვლევის, წყაროზე მუშაობის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარებს.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის მეწარმეობის არსის გაცნობა, მათში სამეწარმეო საქმიანობის პოპულარიზაცია და კვლევითი, ციფრული და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
შემაჯამებელ ღონისძიებას სკოლა პროგრესის გენერალური და აღმასრულებელი დირექტორები, მშობლები და სხვა დაინტერესებული მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროექტი სკოლა პროგრესის ბიზნესგანათლების ფარგლებში, ქუთაისის პროგრესის ბიზნესგანათლების გუნდის მხარდაჭერით განხორციელდა.