სკოლა ,,პროგრესის” ყოველწრლიური საზაფხულო სკოლა მოსწავლეების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის
ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესი” ყოველწლიურად მართავს საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია მოსწავლეებში ინგლისური ენის კომპეტენციების და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება-განვითარება.
მ/წლის 26 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ქალაქ ქუთაისში, სკოლა ,,პროგრესის” საზაფხულო სკოლაში ჩართული იყო ქუთაისის საჯარო სკოლებიდან უფასოდ 8-13 წლის ასაკის წარმატებული და გამორჩეული უნარის მქონე თითო მოსწავლე, სულ 24 მოსწავლე.
14 ივლისს სკოლა ,,პროგრესის” მოსწავლეებმა და ქალაქის საჯარო სკოლების საზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუმრებმა გრანდიოზული ღონისძიება გამართეს ინგლისურ ენაზე. ღონისძიებამ და მათმა მხიარულმა თამაშებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველა მოსწავლე სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნინა ჩიკვაშვილმა დიპლომებით დაასაჩუქრა.
ასევე სკოლა ,,პროგრესმა” პარალელურად მოსწავლეებს შესთავაზა სტემის ინტენსიური კურსი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, მათემატიკა, ინტეგრირებული და კომპლექსური სწავლება უახლესი ლაბორატორიების და ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით.
-
პროგრესელი ვიტალი რევიშვილი და მისი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში III ადგილზე გავიდა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა “პროგრესს” (ქუთაისი) პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)