5 თებერვალი, 2021 12:05
სკოლა „პროგრესს“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ალექსანდრე ლორთქიფანიძე ეწვია
3 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად სკოლა პროგრესს მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე ეწვია. სტუმარმა პროგრესელებთან ერთად რიჩარდ ბახის “თოლია ჯონათან ლივინგსტონი” წაიკითხა.
ღონისძიება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო. სკოლა პროგრესი მადლობას უხდის ორგანიზატორებსა და ჩართულ მხარეებს ამ მნიშვნელოვანი აქტივობისთვის. განსაკუთრებით კი ჩვენს სტუმარს, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს.
“იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!”
-
პროგრესელი ვიტალი რევიშვილი და მისი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში III ადგილზე გავიდა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა “პროგრესს” (ქუთაისი) პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)