GE
7 მაისი, 2019 14:54

სკოლა “პროგრესში” 9 მაისს ღია კარის დღე ჩატარდება

“მიიღე ამერიკული განათლება შენს ქალაქში, მოიპოვე როგორც სახელმწიფო, ისე ამერიკული საერთაშორისოდ აკრედიტირებული ატესტატი!” – ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი დაინტერესებულ პირებს 9 მაისს ღია კარის დღეზე გიწვევთ.

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესი’’ გიწვევთ ფორმალური და არაფორმალრი განათლების გამოფენაზე, რომელიც მოიცავს სკოლა ,,პროგრესში’’ არსებულ პროგრამებს:

  • ეროვნული და ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამები, 0-XII კლასის მოსწავლეთათვის;
  • ბიზნეს განათლების პროგრამა;
  • STEM(Science, Technology, Engineering and Mathematics) -განათლების პროგრამა;
  • არაფორმალური განათლების პროგრამა (სამოქალაქო კლუბი, ინტელექტუალური კლუბი- რა? სად? როდის?, დებატ კლუბი,
  • ასტრონომთა კლუბი, ხელოვნების კლუბი, Geo-კლუბი);
  • სკოლამდელი აღზრდის პროგრამა (PRE-SCHOOL);
  • გაცვლითი პროგრამები: ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი;
  • სპორტული პროგრამა-კალათბურთის აკადემია, ჭადრაკი.
  • უცხო ენათა ცენტრის პროგრამა, როგორც სკოლის მოსწავლეთათვის, ასევე ნებისმიერ მსურველთათვის;
  • კომპიუტერის შემსწავლელი პროგრამები:
  • საოფისე პროგრამა;
  • კომპიუტერული გრაფიკული პროგრამები;
  • ვებ დეველოპმენტი, ვებ გვერდების დამზადება;
  • კომპიუტერული პროგრამირება, პროგრამირების ენები.
  • სტაჟირების პროგრამა: III-IV კურსის ბაკალავრიატის სტუდენტთათვის, ასევე ბაკალავრისა და მაგისტრატურის პროგრამების კურსდამთავრებულთათვის, შემდეგი მიმართულებებით: პედაგოგიკა (საგანთა მიხედვით) ფსიქოლოგია, ინკლუზიური განათლება,ხელოვნებათ მცოდნეობა.

გამოფენა-ღია კარის დღე გაიმართება ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესში’’ 9 მაისს; 12:00 დან 16:00 საათამდე,

სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და მიიღონ დეტალური ინფორმაცია თითოეული პროგრამის შესახებ, შესაბამის სტენდთან, დაათვალიერონ სკოლა ,,პროგრესი’’, სასიამოვნოდ გაატარონ დრო ბავშვებთან ერთად პროგრესულ და მეგობრულ გარემოში.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“-დ. აღმაშენებლის გამზირი №20;
www.schoolprogress.ge
FB:Georgian-American International School Progress – Kutaisi
☎ ტელ: +599 431 25-25-09; 599 90 80 41 gaschoolprogressinfo@gmail.com

Aris.ge - განათლება განათლება